დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში, მავნებლის რაოდენობისა და არეალის დადგენის მიზნით, ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტების სოფლებში, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებს ათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

„იმ ტერიტორიებზე, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული და მავნებლის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, სპეციალიზირებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობს, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დღეის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და ფოთში დამონტაჟა 8 000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სადგურების მონტაჟი გრძელდება მუნიციპალიტეტებში და ლოკალურ ტერიოტორიებზე ცივი შესხურების მეთოდით წამლობა ხორციელდება.

ამ ეტაპზე, გურიის რეგიონში, დამონტაჟდა 5 000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობს ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

აჭარაში დამონტაჟდა 5 000 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ცივი შესხურების წამლობა დღეის მდგომარეობით ხორციელდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

იმერეთის რეგიონში დამონტაჟდა 15 550 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ამ დროისთვის ქუთაისში, ვანის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს ბაღდათის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული, ეტაპობრივად ხორციელდება ცივი შესხურების მეთოდით წამლობა.

ღონისძიებების პარალელურად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ, საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს აცნობენ. ადგილობრივები, ჯგუფის წევრებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო