ირაკლი ღარიბაშვილი - კომპანიის მმართველებისგან მოვისმინეთ დაპირება, რომ ჭიათურაში მაღაროელების ყველა მოთხოვნა შესრულდება

კომპანიის მმართველებისგან მოვისმინეთ დაპირება, რომ ჭიათურაში მაღაროელების ყველა მოთხოვნა შესრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირადად მოისმინა ყველა მოთხოვნა, რომელიც მაღაროელებს აწუხებთ და არც ერთი მოთხოვნა არ არის არაობიექტური და უსამართლო.

„წლების განმავლობაში აქ დაგროვდა ყველა ის პრობლემა, რომელიც საჭიროებს დროულ გადაწყვეტას. სწორედ ამიტომ, ჩვენ კომპანიის მმართველებისგან მოვისმინეთ დაპირება, რომ ყველა პირობა და ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნება. ჩვენ მივადევნებთ თვალს აქ განვითარებულ მოვლენებს, რამდენად დროულად შეასრულებს კომპანია მოთხოვნებს“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჭიათურაში მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო