კახა კალაძის განცხადებით, კომპანია ჭიათურაში გაფიცული მუშების მოთხოვნების განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია ჭიათურაში გაფიცული მუშების მოთხოვნების განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიასთან, სადაც ეს პოზიცია იყო დაფიქსირებული. ამასთან „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ კომპანიას გარკვეული თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც აქვს და ამ საკითხებზე ის ინფორმაციას პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მიაწვდის.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ყველა ის პირობა, რომელიც მუშებს აქვთ დაყენებული, კომპანია მზადაა განიხილოს მათთან ერთად და შემდეგ მოხდეს მათი დაკმაყოფილება. ამავდროულად, კომპანიას აქვს თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან - იქ გარკვეული დახმარება სჭირდება სხვადასხვა საკითხზე და მე რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მივაწვდი, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას როგორც ჭიათურაში ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი იყო არჩევნები და რა თქმა უნდა, გულგრილად ვერ დავრჩებოდით, როდესაც ამდენი ადამიანი გამოხატავს პროტესტს. მინდა გივი მოდებაძეს წარმატებები ვუსურვო. ძალიან ბევრი პრობლემაა ჭიათურაში. სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას არამხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ზოგადად ცენტრალური ხელისუფლებაც, რადგან აქ საუბარია ეკოლოგიურ პრობლემებზე და სხვათაშორის, პროტესტის ერთ-ერთი მიმართულება ესეცაა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული, სხვა ყოფითი პრობლემებიც აწუხებთ ამ ადამიანებს და საკმაოდ ბევრი იქნება სამუშაო. რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს