ირაკლი კობახიძე - მაღაროელებს სამართლიანი მოთხოვნები აქვთ

ჭიათურაში გაფიცულ მაღროელებს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. ირაკლი კობახიძე მაღაროელთა პრობლემებს გაეცნო.

“დღეს ჭიათურაში მოსახლეობასთან შესახვედრად და ჩვენი კანდიდატისთვის მხარდასაჭერად ჩამოვედით. მნიშვნელოვანი იყო, გვქონდა საშუალება შევხვედროდით მაღაროელებს, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები აქვთ. ეს სოციალურ მოთხოვნებს, ანაზღაურებას, სამედიცინო მომსახურებას და ეკოლოგიას უკავშირდება. არც ერთი ეს მოთხოვნა უსამართლო არ არის. გამომდინარე აქედან, ჩვენი მხრიდანაც გაკეთდება ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და მოთხოვნები შესრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჭიათურაში მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა