კახა კალაძე Ipsos კვლევაზე- 2020 წელს რა იქნება, ეს  მგონი, ცოტა კონკურენციას უწევს ქალბატონ კაკულიას

2020 წელს რა იქნება, ეს მგონი ცოტა კონკურენციას უწევს ქალბატონ კაკულიას,-ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია ipsos-ს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სარგებლობს. კვლევის ამ ნაწილის შეფასებისას კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევა, რომელსაც ის ეყრდნობა საზოგადოების დამოკიდებულებაა.

„კვლევა, რასაც მე ვეყრდნობი ეს არის საზოგადოების და მოსახლეობის დამოკიდებულება, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ, რადგან მაქვს მოსახლებასთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჩემი თანამდებობიდან და იმ პროექტებიდან გამომდინარე,რასაც მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ და რაც თბილისისთვის არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის ტემპი, ის ტენდენცია, რაც წელიწადნახევარია ხდება დედაქალაქში არათუ გაჩერდება, პირიქით გაორმაგდება, გასამმაგდება იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა, სადაც ადამიანები - ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსული ტურისტები თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამავე კვლევის ის ნაწილიც შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და აღნიშნა: „კვლევები - 2020 წელს რა იქნება, ეს მგონი, ცოტა კონკურენციას უწევს ქალბატონ კაკულიას“.

რაც შეეხება კვლევების სანდოობას, კახა კალაძის თქმით, კითხვა ჩნდება, თუ რატომ არ არის კვლევაში ზუგდიდის მონაცემები, თუ ვინ იმარჯვებს არჩევნებში.

„ჩვენ გვაქვს რეალური მდგომარება, ჩვენც ვაკეთებთ კვლევებს, პულსზე გვიდევს ხელი. როგორც მახსოვს, დღეს კველვების გამოქვეყნება, კანონის დარღვევაც არის. პირდაპირი მანიპულირება არის საზოგადოებაზე. ცხადია, რომ არჩევნებს ყველგან იგებს „ქართული ოცნება“- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა „იპსოს“-ის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს. გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას. გამოკითხულთა 23% კი ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სარგებლობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა