სარალიძის ოჯახის ადვოკატი - სააპელაციო სასამართლოში პროცესების დასასრულს, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი მაქვს ამ საქმეში, ვიდრე თავდაპირველად მქონდა

სააპელაციო სასამართლოში პროცესების დასასრულს, მე კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი მაქვს ამ საქმეში, ვიდრე თავდაპირველად მქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში იმის უტყუარი მტკიცებულებები არ არის, რომ დავით სარალიძის მკვლელობა მსჯავრდებულმა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

„პროკურატურა დღესაც კი, თავის დასკვნით სიტყვასა თუ რეპლიკაში ცდილობდა დაემტკიცებინა მათ მიერ წარდგენილი პირველი ბრალდება და დავით სარალიძის ეპიზოდში, პირველი წარდგენილი ბრალი დაედასტურებინა.

თუ მტკიცებულებებით დავინახავდით, რომ პირვანდელი ბრალი რეალურია და ამას გაამყარებდა მტკიცებულებები, მერწმუნეთ, არანაირი პრეტენზია არ გვექნებოდა.

მე დღემდე არ დამინახავს არანაირი მყარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ პირვანდელი ბრალდება უტყუარია. დღეს, სააპელაციო სასამართლოს პროცესების დასასრულს, მე კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი მაქვს, ვიდრე ამ საქმეში თავდაპირველად მქონდა.

ჩვენ ველოდებით გადადგმულ ნაბიჯებს გამოყოფილ საქმესთან მიმართებაში და ამის საჭიროება კიდევ უფრო დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 27 მაისს გამოცხადდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა