ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი -  ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა აბსურდული დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა იმდენად აბსურდული დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ბრალდების მხარე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, პასუხი გაეცა, თუ არა ადვოკატის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცებისთვის, -ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ მსჯავრდებული არასრულწოვნის, გ.ბ.-ს ადვოკატის დასკვნითი სიტყვა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ადვოკატი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, არასწორი ინტერპრეტაციებით შეეცადა ბრალდების მხარის პოზიციის გაბათილებას.

"აღნიშნულ სიახლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დასრულდა სასამართლო განხილვა. დღეს იყო რეპლიკების ეტაპი. ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა იმდენად აბსურდული დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ბრალდების მხარე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რეპლიკის სახით პასუხი გაეცა თუ არა ადვოკატის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცებისთვის. ამ შემთხვევაში, ბრალდებამ ლაკონურად უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დასვნით სიტყვებს.

ნათლად შემიძლია გითხრათ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ის რაც ბრალშია წარდგენილი. გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ გადაწყვეტილებაც შეესაბამება იმ მტკიცებულებებს, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა.

დაცვის მხარემ ტრადიციულად არ უღალატა არაებულ ტრადიციას და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციებით შეეცადა ბრალდების მხარის პოზიციის გაბათილებას", - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 27 მაისს გამოცხადდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს