ორგანიზატორების ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და სხვა ანსამბლები მიიღებენ

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას სხვადასხვა ანსამბლი მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა, კოტე სვანიძემ განუცხადა, კონცერტი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„გამოვლენ „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და სხვა. ღონისძიებას ექნება ნაციონალური პროგრამის სახე, ანსამბლების დატვირთვით და ნაკლებად იქნებიან სოლო შემსრულებლები“, - განაცხადა სვანაძემ.

სვანაძის თქმით, პროგრამა კონცერტის დაწყებამდე ცნობილი არ გახდება. კონცერტი დღეს, სამების საკათედრო ტაძართან 20:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია