საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო”  DUTY FREE- ის მოწყობის მიზნით, აუქციონი გამოცხადდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTY FREE -ის მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით, სარგებლობაში 370 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 17 ივნისი, 16:00 საათი.

ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს