ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ  სახალხო მსვლელობა დაიწყო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ.

"ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით.

ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. ეს მოგზაურობა იწყება აწყურიდან, გამოივლის სოფლებს , ქალაქებს და ამ დღეს შემობრძანდება დედაქალაქში და ილოცება ჩვენი დედაქალაქი", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მსვლელობა დასრულდება კონცერტით, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია