ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

„შეხვედრაზე მხარეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და შემდგომი იდენტიფიკაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში, წითელი ჯვრის 2017-2021 წლების სტრატეგია. საუბარი შეეხო 2019 წლის სამარხების გათხრისა და ექსჰუმაციების გეგმის შესახებ" გეგმასაც, როგორც ოკუპირებულ, ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა სამარხების მოძიების პროცესში მხარეების აქტიურ ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლაზე გაამახვილეს ყურადღება“, - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს