ზვიად კუპრავა - პროკურატურის დასკვნითი სიტყვა ტყუილზე და სიცრუეზეა აწყობილი

პროკურატურის დასკვნითი სიტყვა თავიდან ბოლომდე ტყუილზე და სიცრუეზეა აწყობილი, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულმა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა.

მან საკუთარ საბოლოო სიტყვაში პროკურატურა ორმაგ სტანდარტსა და შერჩევით სამართალში დაადანაშაულა.

„არსად დასტურდება, რომ შევიგინე. ამ ბრალში გავმართლდები თუ არა, ეს არ იყო პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო შეცვლილიყო ჩემი აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა კუპრავამ.

როგორც ის აღნიშნავს, მოსამართლეს, რომლის მიმართაც შეურაცხმყოფელი სიტყვების წარმოთქმას ედავებიან, არ უთქვამს, რომ ამის გამო მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„ლაშა თავართქილაძის მიმართ მაქვს ჩემი პრეტენზია, მაგრამ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით მან ცუდი ადამიანის შთაბეჭდილება არ დამიტოვა. მისგან არ მომისმენია ნათქვამი, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მან თქვა, არ მესიამოვნა ეს სიტყვებიო", - განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

გამოძიებისვე ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო