ირაკლი კობახიძე Ipsos-ის კვლევაზე - პრაქტიკაა, რომ „რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ აცხადებენ კვლევის შედეგებს და ბოლოს, საკუთარ ეთერში გაფითრებულები სხედან

პრაქტიკაა, რომ „რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ აცხადებენ კვლევის შედეგებს და ბოლოს, საკუთარ ეთერში გაფითრებულები სხედან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჭიათურაში განაცხადა.

მისი თქმით, ჭიათურაში მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

„ჩვენი მონაცემებით, ჩვენ შეგვიძლია პირველ ტურში გამარჯვება. თუ მაღალი აქტიურობა იქნება, ამ შემთხვევაში უპრობლემოდ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება Ipsos-ის კვლევა, კობახიძის განმარტებით, 2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე.

„ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და „რუსთავი 2“ წინასწარმეტყველებაზე და წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზეა გადასული. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის და იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევებს, ისინი ყოველთვის აცხადებენ-ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს, არჩევნების მეორე დღეს საკუთარ ეთერში გაფითრებულები სხედან. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დაამკვიდრეს. ადრე ისინი აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა - კვლევის შედეგებს. ბუნებრივია, არავითარი შედეგის მომტანი კვლევების გაყალბებაში არაფერია“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები კანონის დარღვევით გამოქვეყნდა.

„დღეს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, სხვათაშორის, კანონის დარღვევით, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნება არ შეიძლება. კანონიც დაარღვიეს და ესეც არ აინტერესებთ. ზოგადად, „ნაცმოძრაობას“ არასდროს აინტერესებდა კანონი და შესაბამისად, არც „რუსთავი2-ს“, ასე აგრძელებენ მუშაობას. დეტალებში ვერ შევალ, გამომდინარე იქედან, რომ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მთავარია ის პრაქტიკა, რომელიც ვიცით გასული წლებიდან - დადებდნენ ხოლმე ერთი კვლევის შედეგებს, წინასწარ იგებდნენ არჩევნებს და არჩევნების მერე ისხდნენ ხოლმე დამწუხრებული "რუსთავი 2"-ის ეთერში. ეს არის პრაქტიკა და ეს პრაქტიკა გამეორდება აუცილებლად წელსაც“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა