ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი წარმომადგენელი ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჯანდაცვის სერვისების   მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი წარმომადგენელი საქართველოში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამეტების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ ტყვიავში, ერგნეთსა და მერეთში მდებარე ამბულატორიები დაათვალიერეს და შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმოს წარმომადგენელს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული 35 დასახელების მედიკამენტი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემა, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულ დაავადებულ მოქალაქეებს კი მედიკამენტები მინიმუმ 50 %-ით უფინანსდებათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, ბენეფიციარებს 118 აფთიაქი ემსახურებათ.

პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება.

თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების შესახებაც ისაუბრა.

|მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების მიხედვით, 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. აღნიშნული კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე“,- განაცხადა გაბუნიამ.

სილვიუ დომენტეს განცხადებით, მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვანი შეღავათია რეგიონის მოსახლეობიოსთვის, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჯანმოს წარმომადგენელმა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზეც გაამახვილა ყურადღება. დადებითად შესაფასა საზღვრისპირა სოფლებში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა და გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა.

შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის 100-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო