ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო - შეცდომას გამოსწორება სჭირდება

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო - ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო, - აღნიშნული განცხადება ზესტაფონში, ამომრჩეველთან შეხვედრისას პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა გამოსვლის ძირითადი ნაწილი წინა ხელისუფლებაზე საუბარს დაუთმო და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები არიან, რომლებიც ქვეყნის განსაცდელში შეყვანას ცდილობენ.

ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პარტია “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლია.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის წინაშე მთავარი პრობლემა, გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ეკონომიკური ვითარება, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს რა თქმა უნდა, არც 2012 წელს და არც 2016 წელს არ დაწყებულა. ეს წლები მე შემთხვევით არ მიხსენებია. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით და ჩვენი ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით შეუძლებელი შევძელით. ჩვენ დავამარცხეთ და ხელისუფლებიდან გავუშვით მოძალადე პოლიტიკური ძალა, ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნას მართავდა, ხალხს ჩაგრავდა, უსამართლოდ ექცეოდა მოსახლეობას. ჩვენ მათ მოძალადოებრივ მმართველობას წერტილი დავუსვით. მაგრამ დღეს რა მივიღეთ? აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო. ყველა მოგვიწოდებდა ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. შეცდომას გამოსწორება სჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებური ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს“, - მიმართა ზესტაფონელებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა