ცივი იარაღით ვაჭრობა და შემოტანა სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება

ცივი იარაღით ვაჭრობა და შემოტანა სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება - ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცვლილებები “იარაღის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვით, ლიცენზიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. პირს, რომელიც ახორციელებს ცივი იარაღით ვაჭრობას, პროექტის თანახმად, მიეცემა გარკვეული ვადა, რათა ლიცენზიის მისაღებად მომსახურების სააგენტოს მიმართოს.

ამასთან, მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ცივი იარაღის ის სახეობები, რომელთა ვაჭრობა ლიცენზიის მოპოვებას დაექვემდებარება.

ლიცენზიას არ საჭიროებს: - ცივი იარაღის ის სახეობები, რომელიც განკუთვნილია საოჯახო, საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნებო, სასუვენირო დანიშნულებისთვის ან წარმოადგენს ეროვნული ტანისამოსის ატრიბუტიკის ნაწილს ან გამოიყენება სხვა მსგავსი მიზნებისთვის; ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაცია.

პროექტით, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული ხდება დაიცვას მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე, უზრუნველყოს ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოება და სხვა.

პროექტი ასევე ადგენს ცივი იარაღით ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.

ცივი იარაღის იმპორტის უფლება ენიჭება მხოლოდ ცივი იარაღის ვაჭრობის უფლების მქონე პირს. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ ისეთი არაკომერციული მიზნით, როგორებიცაა, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოფენა/ექსპონირებისთვის, ან პირადი სარგებლობისთვის, ასეთ შემთხვევაში ცივი იარაღის საქართველოში შემოტანის ან გატანის წესს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება დაარეგულირებს.

“იარაღის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე პროექტები პარლამენტის ბიუროს 20 მაისის სხდომაზე წარედგინება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო