მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რატომ იკავებს თავს „ქართული ოცნება“ შიდაპარტიული კვლევების გამოქვეყნებისგან

დეპუტატ მამუკა მდინარაძის განმარტებით, პარტია “ქართული ოცნება“ შიდაპარტიული კვლევის შედეგების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, რადგან ის “შიდა მენეჯმენტის საკითხია“.

ამ კონტექსტში მდინარაძემ აღნიშნა ისიც, რომ “ქართულ ოცნებას“ შიდა კვლევების გამოქვეყნების კუთხით ცუდი გამოცდილება აქვს.

“ჩვენ შიდაპარტიული კვლევების გახმოვანებას ყოველთვის ვერიდებით. იყო შემთხვევა, როცა შიდაპარტიული, ამ შემთხვევაში სუბიექტური კვლევის შედეგები რეალურ შედეგებთან მთლად ახლოს არ იყო. პარტიული კვლევა არის პარტიული კვლევა და ის შიდა მენეჯმენტისთვის, შიდა დანიშნულებით გამოიყენება. ჩვენ გვიკიჟინებდნენ, რომ ასეთი კვლევები გამოგვექვეყნებინა, რამაც გარკვეულ შეცდომამდეც მიიყვანა. სჯობია ამის აღიარება, რომ უფრო ადეკვატურები ვიყოთ. ეს კვლევა არის შიდა მოხმარებისთვის და არ ვცდილობთ, ის საზოგადოებას თავზე მოვახვიოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო