ზვიად კუპრავას საქმეზე განაჩენი  სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ზვიად კუპრავამაც. მომდევნო სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე სათათბიროდ გავა. კუპრავას ახლობლებისა და ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი არა დღეს, არამედ მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება. ხმაური სასამართლოს შენობასა და მის გარეთ, მანდატურის თანამშრომლებმა განმუხტეს.

საქმის პროკურორის, ქეთევან გურაშვილის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ, რომ ზვიად კუპრავამ მოსამართლის მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვები. "

ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით ადასტურებს ზვიად კუპრავას მიერ დანაშაულის ჩადენას. სწორედ ამ მტკიცებულებებზე გამახვილდა დასკვნითი სიტყვაში ყურადღება ბრალდების მხარის მიერ. საქმეში წარმოდგენილი არის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ, რომ ზვიად კუპრავამ მოსამართლის მისამართით გამოხატა შეურაცხმყოფელი ფრაზები, ასევე წარმოდგენილი არის ვიდეო ჩანაწერი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა და სწორედ, ეს არის ბრალდების მხარის არგუმენტები. ბრალდების მხარე ელოდება, რა თქმა უნდა, გამამტყუნებელ განაჩენს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. დანაშაულით გათვალისწინებულია სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, ისე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა გურაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა