„ქართული ოცნების“ ლიდერები -  თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად.

სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა. მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

განცხადებას ხელს აწერენ კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი კობახიძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა