მარიამ ჯაში მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტს, ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის პროფესორს, პადმინი მართის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, პადმინი დადებითად აფასებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს და სურვილი აქვს, მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პლატფორმა გამოყენებული იქნას საქართველოს წარმატების მსოფლიო მასშტაბით გასაზიარებლად.

„საქართველოს წარმატება ჯანდაცვაში ყველამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა პადმინი მართმა შეხვედრაზე.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება როგორც უნივერსიტეტების, ასევე შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დახმარებით ჯანდაცვის საერთაშორისო პუბლიკაციებში საქართველოს წარმატების უფრო მეტად წარმოჩენა.

„ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში მიღწეული წარმატება. იმედი მაქვს, რომ დღეს განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმებით ასეთივე მასშტაბის პროგრესი გვექნება განათლების სისტემის ყველა ეტაპზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა