N51 საჯარო სკოლაში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 51-ე სკოლიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სკოლა წარმატებით დაამთავრა 36 მედალოსანმა. კურსდამთავრებულთაგან 72 გრანტის მფლობელია საქართველოსა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გიორგი გუგუშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რექტორი მაიკლ ქაუგლი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი რიმა ბერიაშვილი, თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი რუსუდან ლეჟავა, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, სან დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი ნუგზარ დავითაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე კვირიკაშვილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნესტან ბექაური.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა 51-ე საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს საჩუქრები გადასცეს. აღნიშნული უნივერსიტეტები სკოლასთან მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევითი და სოციალური პროექტების მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა