გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის მერიის წინ კარვები გაშალეს

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის მერიის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა.

„პროტესტი გრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ აქ მოვიტანეთ კარვები და ღამესაც კარვებში გავათევთ. თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნებს, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“, –აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურაში მაღაროელების აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს. 15–მა მაღაროელმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. გაფიცულები ხელფასების 50%–ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო