კიევის სასამართლომ 180 მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრეზიდენტისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვის საქმის განხილვა დაიწყო

კიევის საოლქო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც 180 უკრაინელ მაღალჩინოსანს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, მათ შორის, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, უმაღლესი რადას სპიკერს ანდრეი პორუბის და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს ვლადიმირ გროისმანს. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება.

„სიაში არიან, ასევე, 50 სახალხო დეპუტატი პრეზიდენტის ფრაქციიდან, მთავრობის 40-ზე მეტი წევრი, „ნაფტოგაზის“ მმართველობის ხელმძღვანელი, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარჩელი 26 აპრილს ბლოგერმა ალექსანდრ დუბინსკიმ და უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა დავით ჟვანიამ შეიტანეს. ისინი შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს ხსენებულ მაღალჩინოსნებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა