უკრაინის უშიშროების მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობები დატოვეს

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა და სააგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ტურჩინოვის განცხადებით, მისი გადადგომა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულებას უკავშირდება.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია გრძელდება, მზად არის, კვლავაც უშუალოდ დაიცვას ქვეყანა ნებისმიერ სამხედრო ქვედანაყოფში და სამხედრო დაჯგუფებაში ყოფნით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა კი განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას 20 მაისს ქვეყნის უმაღლეს რადას და ახლად არჩეულ პრეზიდენტს გადაუგზავნის.

„მიმაჩნია, რომ ასე მართებულია როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკური კულტურის მხრივ. მე ამის შესახებ წინასწარ ვაცნობე უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს. მას უნდა ჰქონდეს უფლება, ჰყავდეს თავისი საგარეო პოლიტიკური გუნდი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის მოსაწყობად, მაგრამ ვუთხარი, რომ მზად ვარ დავეხმარო ყველგან, სადაც დაემთხვევა ჩვენი პრინციპები და ხედვები“, - აცხადებს კლიმკინი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს