ნათია თურნავა - დაჩქარება ყოველთვის იყოს გაჟღერებული, როგორც მთავარი კრიტერიუმი -  წარმატებულია თუ არა,  ეს თუ ის მინისტრი -  ვინც ამ ტემპს ვერ აჰყვება, ვერ იქნება ამ გუნდში

დაჩქარება ყოველთვის იყოს გაჟღერებული, როგორც მთავარი კრიტერიუმი - წარმატებულია თუ არა ეს თუ ის მინისტრი - ვინც ამ ტემპს ვერ აჰყვება, ვერ იქნება ამ გუნდში,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მმართველი გუნდი კარგად იცნობს. ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, კანონი ძალიან კარგად იყოს გაწერილი, მაგრამ აღსრულების პროცესში იყოს პრობლემა.

„გარკვეული პრობლემები, რომელიც იყო დასახელებული, ეს არის, როგორც გამოწვევა, აღიარებული მთლიანად ჩვენი გუნდის მხრიდან, ამიტომაც მოდის დავალება - დააჩქარეთ. რატომ მოდის? - იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით ძირითადი თამაშის წესები ძალიან გამჭვირვალე კანონის დონეზე. კანონების, წესების, პროცედურების აღსრულებაში გვაქვს მთავარი გამოწვევა. შეიძლება ძალიან კარგად იყოს ევროპული მაგალითით გაწერილი კანონი, მაგრამ ან დინამიური ეკონომიკა ითხოვს მის განახლებას ან თვითონ აღმსრულებელი სტრუქტურები აფერხებენ გადაწყვეტილების მიღებას, ეს არახალია. ეს არის სწორედ ის ანალიზი, რა ანალიზის საფუძველზეც პრემიერმა სამთავრობო გუნდს დაავალა დაჩქარება და ეს დაჩქარება ყოველთვის იყოს გაჟღერებული, როგორც მთავარი კრიტერიუმი - წარმატებულია თუ არა, ეს თუ ის მინისტრი. ვინც ამ ტემპს ვერ აჰყვება, ვერ იქნება ამ გუნდში. ამიტომ, ეს პრობლემები არ ახალია და ჩვენს მიერ კარგად არის გაანალიზებული“,- განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: ვინც ტემპს ვერ აჰყვება, ვერ იქნება ამ გუნდში

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა