ნათია თურნავა - ცუდია, როდესაც ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტის, როგორიც  ხორბალია,  ერთ მომწოდებელზე ხარ დამოკიდებული, მით უფრო, როცა საუბარია რუსეთზე

ცუდია, როდესაც ისეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტის, როგორიც არის ხორბალი, ერთ მომწოდებელზე ხარ დამოკიდებული, მით უფრო, როცა საუბარია რუსეთზე, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „36ო გრადუსი“ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ყაზახური ხორბლის საქართველოში შემოსვლა ბაზრის დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

„დღეს 90% და მეტი ჩვენ ვართ რუსულ მოწოდებლებზე და რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული. სულაც რომ სხვა ქვეყანა იყოს, მაინც ცუდია, როცა ერთ მომწოდებელზე ხარ დამოკიდებული ისეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტის, როგორიც არის ხორბალი და მით უფრო, როცა საუბარია რუსეთზე, როცა პოლიტიკური მიზანშეწონილობა ჭარბობს ხოლმე ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ის გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ორი პრემიერის შეხვედრაზე საბოლოოდ შევთანხმდით და ეს არის ის, რომ ჩვენს ქართულ ბაზარზე შეიქმნება პირობები და დაბრუნდება დიდი დოზით ყაზახური ხორბალი. ეს ხორბალი ცნობილია თავისი ხარისხით, გაცილებით კარგია, ვიდრე რუსული. მაგრამ იმის გამო, რომ ტრანსპორტირება და მათ შორის, ყაზახეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება არის საკმაოდ დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული, ის კონკურენციაში აგებს. სუბსიდია დაეხმარება სწორედ იმპორტიორებს, ვინც შემოიტანს ხორბალს, რუსულ ფასთან განსხვავება დაიყვანოს მინიმუმამდე და ეს გახდის ამას კონკურენტულს. ეს ხორბალი შემოვა როგორც საქართველოსთვის, ასევე საქართველოს გავლით შეიძლება მიეწოდოს სხვადასხვა ქვეყნებს“,- განაცხადა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს