ნათია თურნავა ბენზინის ბიზნესზე - როგორი შერწყმებიც არ უნდა მოხდეს, ვერც ერთი ქსელი ვერ მოიპოვებს დომინირებად მდგომარეობას

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საწვავის ბიზნესში დომინირებადი მდგომარეობის მოპოვებას ვერავინ შეძლებს, რადგან აღნიშნული სფერო გახსნილი და არსებობს ასევე კონკურენცია. როგორც თურნავამ „პალიტრანიუსის“, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დღეისთვის მსხვილ კომპანიებს ბაზრის მხოლოდ ნახევარი აქვთ ათვისებული და ბენზინგასამართი სადგურების მეორე ნახევარი მცირე და საშუალო ბიზნესს ეკუთვნის.

„დღეს ჩვენ გვაქვს 1200 სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგური მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან ნახევარი - 600 ეკუთვნის 5 სხვადასხვა ქსელს. დარჩენილი ნახევარი არის მცირე და საშუალო ბიზნესის, სადაც ერთ მეპატრონეს ეკუთვნის ერთი ან ორი ბენზინგასამართი სადგური. როგორი შერწყმები, გაყიდვები ან სხვადასხვა ტრანზაქციებიც არ უნდა მოხდეს, ვერც ერთი ქსელი ვერ მოიპოვებს დომინირებად მდგომარეობას, რადგან ეს სფერო გახსნილია და აქ არის კონკურენცია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, არსებობს სხვადასხვა გზები, რომლის გამოყენებითაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ დიდ ქსელებს.

„კონკურენცია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თუ დავუშვათ, ადგილმდებარეობით ვერ იპოვებ უპირატესობას, შეგიძლია მოიპოვო ფასით. კონკურენციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ზოგი აკეთებს ამას ფასით, ზოგი მდებარეობით, ზოგი მარკეტინგული სვლებით და ა.შ. რაც მთავარია, ამისთვის პირობები შექმნილია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო