ცხინვალის რეჟიმი 19-დან 21 მაისამდე დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი დანარჩენ საქართველოსტან ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას აპირებს, რაც 20 მაისს სამგლოვიარო დღეებს უკავშირდება. ამის შესახებ „რეს“-ი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

„უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე, 19 მაისის 20:00 საათიდან საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა გატარება აიკრძალება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამშვები პუნქტები 21 მაისის 06:00 საათიდან, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა