ნათია თურნავა - „თიბისი  ბანკთან“ დაკავშირებით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევით, ყველა პრობლემა აღმოფხვრილია და მთლიანობაში საკითხი დახურულია.

„ჩვენთვის აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის თვითონ “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული ვითარება. „თიბისი“ ბანკი არის ერთ-ერთი სისტემის შემქმნელი ბანკი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის და რაც მთავარია, საერთო ძალისხმევით - ეროვნული ბანკის ჩართულობით და თვითონ „თიბისი ბანკის“ ძალისხმევითაც, თუკი რაიმე კითხვა არსებობდა ამ მიმართებაში და თუკი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, ის დროულად აღმოიფხვრა და მთლიანობაში დახურულია. ბანკთან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. რაც უფრო დროულად დაანებებს თავს ყველა ამ ქეისის ხსენებას და ამ საკითხზე აპელირებას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ კონტექსტში, მით უკეთესია ჩემი აზრით, თვითონ ამ საბანკო დაწესებულებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა