აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გიორგი შენგელია დაესწრო

17 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ღონისძიებას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

„დღეს აფხაზეთთან ახლოს, სოფელ რუხში გაიხსნა აფხაზეთის კვირეული. ღონისძიებას ბევრი აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდა და ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. ეს ადგილი ყველა ჩვენგანისთვის ასოცირდება დიდ ტკივილთან, რადგან ამ ადგილიდან შეჰყურებდა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მშობლიურ მიწას 1993 წელის 27 სექტემბერს. დღეს ეს ადგილი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენი იმედის ადგილად. სწორედ აქედან დავანახებთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ დემოკრატიულად და ევროპული ღირებულებებით ჩვენი მომავალი საერთო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ღონისძიებაზე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია და მასტერკლასები გაიმართა. ღონისძიების ბოლოს კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლებმა მიიღეს.- ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს