საქართველოს პარლამენტის აპარატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბრიუსელში გაიმართა კონფერენცია თემაზე: საჯარო მმართველობის რეფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვითვით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა. გივი მიქანაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტთა აპარატის უფროსების ქსელის შესახებ, თბილისის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ, კითხვით მიემართათ საქართველოს პარლამენტის აპარატში თბილისის მემორანდუმის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირისთვის და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქსელის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ წარდგენილმა რეგიონალური თანამშრომლობის ახალმა ინიციატივამ მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა ევროპელი პარტიორების მხრიდან.

„კონფერენცია გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და მას ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), ევროკავშირის გაფართოვების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR), ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ერთობლივი ინიციატივის SIGMA-ს წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო