კინოთეატრ „ამირანში“ „მარველის“ სუპერგმირების მოყვარულებისათვის ღონისძიება გაიმართება

18 მაისს, კინოთეატრ „ამირანში“ MARVEL-ის საღამო გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L”-დან აცნობეს, „მარველის“ სამყაროზე, მის გმირებსა და ანტიგმირებზე ვლოგერი, ირაკლი კეკელია და „მარველის“ ისტორიების მთარგმნელი, გიორგი კიკაბიძე ისაუბრებენ. ადგილზე მოეწყობა გათამაშებები, გამარჯვებულები „ადამიანი-ობობასა“ და „რკინის კაცის“ ოფიციალური საკოლექციო ფიგურებითა და ისტორიებით, ე.წ. storyteller-ებით დაჯილდოვდებიან.

ივენთი საერთაშორისო პროექტის, „მარველის სუპერგმირების საკუთარი კოლექციის“ ფარგლებში იმართება, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში არის გამომცემლობა „პალიტრა L”.

პროექტი „მარველის“ 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. ეს გმირებია: ადამიანი-ობობა, რკინის კაცი, მწვანე გობლინი, თორი, კაპიტანი ამერიკა, დედპული, შავი პანტერა, ადამიანი-ჭიანჭველა, სამურავი, მაგნეტო, დოქტორი სტრეინჯი, დოქტორი რვაფეხა. Storyteller-ები მოიცავს როგორც გმირების, ასევე კომიქსებისა და სრული ინდუსტრიის ისტორიებს.

საკოლექციო ფიგურები ისტორიასთან ერთად 2 კვირაში ერთხელ გამოიცემა. „მარველის“ ოფიციალური შეფუთვების შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების წერტილებში, „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/437419417059801/

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა