მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ - „დიდი მხატვრების შედევრები“ მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ აქტივობებში ერთვება

18 მაისს, 21:30 საათზე, პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, „პალიტრა მედიისა“ და „ხელოვნების სასახლის“ ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ (კარგარეთელის #6) იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა ,,პალიტრა L” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მე-20 სა­უ­კუ­ნის, ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ელი, ამადეო მოდილიანი პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ მე-5 რჩეული მხატვარია.

,,20 მაისიდან, პროექტის ფარგლებში, მოდილიანის სამი ტილო: “ჟანა ებიუტერნი", "დედიეს პორტრეტი" და “მწოლიარე შიშველი ქალი” გამოვა. 18 მაისს კი, „უკვდავთა ბაღში“ ამადეო მოდილიანის შედევრების ჩათვლით, პროექტის ფარგლებში გამოსული ყველა ტილოს გამოფენა მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, გამოიცემა ორიგინალთან მიახლოებული ანალოგები რომლებიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

სასურველ მხატვარსა და მის ნამუშევრებს ირჩევს საზოგადოება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html

უკვე გამოვიდა ვან გოგის, ლეონარდო და ვინჩის, კლოდ მონესა და სალვადორ დალის ტილოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა