ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანილი 16 მოსწავლიდან სამი თბილისში გადმოიყვანეს

ტყიბულის საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი 16 მოსწავლიდან სამი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტყიბულის „ევექსის“ კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კლინიკაში დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე გუშინ შეიყვანეს, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგაც მოსწავლეები გაწერეს.

მოგვიანებით კლინიკას სამმა მოსწავლემ ისევ მიმართა, ადგილობრივმა ექიმებმა გაუწიეს პირველადი გადაუდებელი დახმარება, ამავდროულად გამოიძახეს რეანიმობილი და არასრულწლოვნები გვიან ღამით შემდგომი კვლევის მიზნით თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.