სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს.

სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას. ჩატარებული სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, სათაფლიას აღკვეთილში მოეწყო სათამაშო მოედანი. მღვიმეში დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა. რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ასევე ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა.

სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა