სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი განაგრძობს აგრესიის და პროვოკაციის გზას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსული აგრესიის, ოკუპაციის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საკუთარ წარსულს მთლიანად ევროპულ წარსულად მიიჩნევს, თავს ძველ ქრისტიანულ ქვეყანად თვლის, ზოგჯერ უძველეს ევროპელადაც მოიხსენიებს და სწორედ, ეს განაპირობებს ჩვენს დღევანდელობასა და გარკვეულწილად, ჩვენს ქცევასაც. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დიდი გაურკვევლობის შუაგულშია და ამდენად, მისი მომავალი შესაძლოა, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურებოდეს.

,,ევროკავშირშიც გაურკვევლობაა, არ არის გარკვეული მისი მომავლის განვითარების ფორმები და ვისთან ერთად მოხდება ამ მომავლის შექმნა. გაფართოების გზით, თუ მის გარეშე, როგორი იქნება მისი ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან. დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროკავშირი რუსეთისაგან ძალიან იზოლირებულია, რომელიც ძალის გამოყენებით მის გაყოფას ცდილობს. ასევე, ჩინეთი ცდილობს მის გაყოფას. ხანდახან არსებობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან გაუგებრობა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ არ არის ნათელი ევროპის მომავალი.

თუ შევხედავთ საქართველოს, აქ უფრო მეტი გაურკვევლობაა: ომით, იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციით, ჩვენი სახლების მიღმა და დედაქალაქიდან 30 კილომეტრში გავლებული საოკუპაციო ხაზით.

რუსეთს არ შეუცვლია საკუთარი დამოკიდებულება და არც მისი შეცვლის მზაობა ჩანს. პირიქით, რუსეთი განაგრძობს აგრესიის და პროვოკაციის გზას.

პროვოკაციით და აგრესიით გადაადგილდება საოკუპაციო ხაზზე. აშენებს სამხედრო ბაზებს, მიჰყვება რუსიფიკაციის პოლიტიკას, რაც მე-19 საუკუნესა და მაშინდელ რუსიფიკაციას გვახსენებს.

რუსეთის მხრიდან ასევე ხორციელდებოდა მუქარა, როცა საქართველომ თავის ტერიტორიაზე ნატოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებდით, რადგან უკვე ვიხილეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას. ყველაფერი ეს არ გამოიყურება ძალიან პერსპექტიულად. შესაბამისად, მომავალი საკმაოდ გაურკვეველია.

რუსეთის სამეზობლოს ირგვლივ არსებული გარემო ძალიან ნათელია. რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შავი ზღვის სხვა მხარესაა.

შავი ზღვაც გარკვეულწილად დაუცველია. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ შავი ზღვა ევროპასთან დამაკავშირებელი ზღვა გახდეს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ დაუცველობამ.

ჩვენ ასევე ახლოს ვართ ახლო აღმოსავლეთის რეგიონებთან. ჩვენთვის არ არის ნათელი თუ რა მომავალი ექნებათ მათ.

ჩვენთან ახლოს მდებარეობს თურქეთი, რომლის პერსპექტივა ევროკავშირის წევრობაზე კვლავ არ არის ნათელი. ჩვენ არ ვიცით თუ რომელ გზას აირჩევენ ისინი. ყოყმანობენ, რომ დაუახლოვდნენ რუსეთსაც.

ჩვენ კი, კვლავ ვცდილობთ განვვითარდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია, ეკონომიკა, კავშირები ევროკავშირთან, რაც ასევე გაურკვეველია. თუ წარმოვიდგენთ ისეთ სურათს, რომ შესაძლოა, უცაბედად დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, ასევე, ნატოს სოლიდარობის პერსპექტივა და თუ ეს ორი ძალა რამენაირად შესუსტდება, ჩვენ დავრჩებით მარტო და იზოლირებულნი, სამომავლო პერსპექტივის გარეშე.

ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოპულისტურ მოძრაობას და სკეპტიციზმს, ეჭვებს და კითხვებს, თუ ევროპული საზოგადოებრივი აზრი, ერთი წამით წარმოიდგენს, რა იქნება ევროკავშირისა, ან ნატოს გარეშე, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან ბნელი სამყარო.

შესაბამისად, თქვენი პანელის სახელწოდების საწინააღმდეგოდ, მე ვთვლი, რომ ჩვენ სხვა მომავალი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საერთო მომავალი, რომელიც ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა და ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა, რაზეც საკმაოდ ნათლად ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენი მოსახლეობის 85%,-ს მტკიცედ სწამს, რომ ეს ვერ და არ შეიცვლება, რადგან სხვა პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ჩვენ ვართ პატარა ენთუზიასტები თქვენს საზღვრებს გარეთ და მზად ვართ გადმოვადგილდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს