ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ ჩამოგვყავს ათასობით დამკვირვებელი სწორედ იმისათვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება

ყველა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა რატომღაც გადაწყვიტეს შვებულება დაეწერათ და ეს შვებულება გაეტარებინათ ზუგდიდში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" შეეცდება პროვოკაციების მოწყობას, რის უფლებასაც ისინი არ მისცემენ.

როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ზუგდიდელებმა არჩევანი უკვე დიდი ხანია გააკეთეს.

„ზუგდიდში „ქართული ოცნება" რომ სრულ მობილიზაციას გამოაცხადებდა, ყველასთვის ცნობილი ფაქტი იყო. არა მარტო სამართალდამცველებზეა აქ საუბარი, ყველა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა რატომღაც გადაწყვიტეს შვებულების განცხადებები დაეწერათ და ეს შვებულება გაეტარებინათ ზუგდიდში. ეს ხალხი ჩამოჰყავთ აქ თითქოს მხარდაჭერისთვის, მაგრამ ზუგდიდელებს უკვე რეალურად დიდი ხანია გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. მათ არჩევანი გაკეთებული აქვთ, უბრალოდ ხვალ საჭიროა ოფიციალურად დააფიქსირონ საარჩევნო ყუთთან.

ჩვენ ჩამოგვყავს ათასობით დამკვირვებელი, რომლებიც ყველა უბანზე იქნებიან წარმოდგენილები სწორედ იმისათვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს