ირაკლი ალასანია - სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვას დავუდგე გვერდით

შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთაწმინდის მე-5 უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ის არჩევანის გასაკეთებლად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა.

„შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი

დღეს თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ, მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი“, - განაცხადა ალასანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა