ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს აქვთ ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელზეც რეაგირება არ ხდება

„ქართული ოცნების“ კოორდინატორებს აქვთ კანონდარღვევით გადაცემული სამაგიდო სიები, სადაც ბოლო გრაფაში მითითებულია თითოეული ამომრჩევლის რეკომენდატორების და დასაქმების ადგილი, სად მუშაობს, საჯარო დაწესებულების რომელ თანამდებობაზე, რომელი თანამდებობის პირია მისი რეკომენდატორი, ან ვისი დავალებით მოდის საარჩევნო უბანზე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიებს არ აქვთ მითითება ასეთი ფაქტები აღკვეთონ.

„უბნების გახსნისას გარკვეული ქაოტური მდგომარეობა იყო საუბნო საარჩევნო კომისიებში. ჩვენ გვაქვს საქმე დისკრედიტირებულ საუბნო საარჩევნო კომისიებთან და უბნებს არ აქვს კონკრეტული მითითებები, თუ რა უნდა გააკეთონ კონკრეტული დარღვევების შემთხვევებში. ამიტომ დარღვევებზე რეაგირება ხშირად არაერთგვაროვანია. ჩვენ გვინდა რამდენიმე ტენდენციაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც შეიმჩნევა უკვე 10 საათისთვის. პირველი - როგორც მოსალოდნელი იყო, ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელიც დარიგებული იყო საუბნო კომისიებისათვის, კანონდარღვევით 5 დღით ადრე, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების ხელში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა ბრიფინგზე სიების ნიმუში წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს ამომრჩეველზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა.

„ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ასეთი ნიმუში. ბოლო გრაფაში მითითებულია რეკომენდატორები და დასაქმების ადგილი.

თითოეულ მათ ამომრჩეველს მითითებული აქვს სად მუშაობს, საჯარო დაწესებულების რომელ თანამდებობაზე, რომელი თანამდებობის პირია მისი რეკომენდატორი, ან ვისი დავალებით მოდის საარჩევნო უბანზე და ა.შ.

ასეთი საარჩევნო სიები არის პრაქტიკულად ყველა სარჩევნო უბანზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად,

რომ ეს პირდაპირ განიხილება ამომრჩეველთა ნების განხორციელებაზე პირდაპირი ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად და დაუშვებელი უნდა იყოს, „ქართული ოცნება“ და საარჩევნო ადმინისტრაცია მაინც ახორციელებს ამას. საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, პირდაპირ ოთახებთან ხდება ამ ადამიანების გადამოწმება. საარჩევნო ადმინისტრაციებმა რომ ასეთი დარღვევები აღკვეთონ, ამის დავალება არ არის გაცემული და კვლავ მიმდინარეობს ეს პროცესი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა