კახა კალაძე - მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას  უბნებზე - ნუ შეუშინდებით ჟურნალისტებს, თქვენ ამის უფლება გაქვთ

ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან.

კახა კალაძის თქმით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე - ნუ შეუშინდებთ ჟურნალისტებს

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა