ზუგდიდის N9 უბანთან დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, N9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. სიტუაციის დაძაბვა იმ გარემოებას მოჰყვა, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს საარჩევნო სიები ჰქონდა. აღნიშნულის გამო გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტისას ერთ-ერთმა პირმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გაერთიანებლი ოპოზიციის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც ადგილზე იმყოფება, სავარაუდო დარღვევების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ იმ ადამიანის სახელი და გვარი არ ვიცით, ვინ დააკავეს, მაგრამ ეს პროვოკატორი ზონდერი იყო, ვინც ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის დააკავა და ასე მოუვა ყველა პროვოკატორს. ისინი არაფერს ერიდებიან, იციან, რომ აქ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ბრძოლის ხაზი გადის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ. ამას გარდა, ერთ-ერთი ტელეარხის, კონკრეტულად „იმედის“ წარმომადგენლებს საერთოდ არ ჰქონდათ აკრედიტაცია, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის სამთავრობო ტელევიზია, რომელიც თვლის, რომ არ სჭირდება აკრედიტაცია და შეუძლია, „ფეიქ ბეიჯებით“ შევიდეს უბნებზე. გუშინაც შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი იყო ჩვენი ერთ-ერთი კომისიის წარმომადგენელზე, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები არ შეშინდებიან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ვიდეოები აქვთ, სადაც ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებია დაფიქსირებული.

„ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიები ჰქონდათ, რომელთაც იყენებდნენ ამომრჩეველთა მოსასყიდად, რაც ეს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. მე როდესაც მოვედი, ჩვენმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად ვიდეო მასალა აქვთ, როგორ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა. მე ეს ჯერ არც მინახავს, რადგან იმ მომენტში უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა გადმოგვცემენ ამ ვიდეოებს და საზოგადოებას წარვუდგენთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარი გააკეთა პირმაც, რომელზეც სავარაუდოდ, დაკავებულმა მამაკაცმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მისი თქმით, დაკავებულმა მას ფეხში მუხლი ჩაარტყა.

„ვიღებდი ვიდეოს, რა დროსაც მან შეურაცხყოფა მომაყენა და როცა ვუთხარი, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასმეთქი, ფეხი დამარტყა. ამას წინ კონფლიქტი არ უძღოდა, უბრალოდ, ვიდეოს ვიღებ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ვიდეოს ჩემთვის, პირადი მოხმარებისთვის ვიღებ და ვაკვირდები“, - აღნიშნა გიორგი რურუამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა