ზუგდიდის 95-ე უბანზე მყოფი ერთ-ერთი ქალი ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ.

როგორც სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.

„ნიკა გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა“, - განაცხადა სორდიამ.

თავის მხრივ ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, ქალბატონი „ქართული ოცნებიდან“ მოგზავნილი პროვოკატორია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ვითარების განმუხტვას გარშემომყოფები ცდილობდნენ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ აღნიშნულ ქალბატონს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა