ზესტაფონის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" - მე მჯერა ამომრჩევლების და მჯერა გამარჯვების

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" არჩევანი №7 საარჩევნო უბანზე გააკეთა. გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, ხმა ზესტაფონის მომავალს მისცა. გოგლიჩიძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ხმა მივეცი ზესტაფონის მომავალს და ჯანსაღ გარემოს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ზესტაფონის განვითარებას და კეთილდღეობას. მე მჯერა მათი და მჯერა გამარჯვების. დღეს, 19 მაისს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აკეთებს არჩევანს. ზესტაფონს ჭირდება მეურვე და და ეყოლება მეურვე მერი, რომელიც იზრუნებს იმ პროექტების დასრულებაზე, რომელიც წელს დაგეგმილია. მჯერა ამომრჩევლის, რომ მშვიდ გარემოში ჩაივლის არჩევნები," -განაცხადა გიორგი გიგლიჩიძემ.

მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და გაზიფიცირებაა. ასევე უნდა მოეწყოს თანამედროვე კლინიკა. მერობის კანდიდატის თქმით, მისი ყველა დაპირება გამარჯვების შემთხვევაში, შესრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა