შსს-მ სოფელ კოკში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს რაიონის სოფელ კოკში ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირი დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სოფელ კოკში ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის #97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო