სოფელ კოკში, #97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

სოფელ კოკში, #97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის #97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორისაც მოხდა.

როგორც ზარქუამ განაცხადა, როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" გამოჩნდა, დაიწყო ძალადობა და პროვოკაცია.

საპასუხოდ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ის მივიდა, პოლიცია უკვე ადგილზე იყო. მისი განმარტებით, დაძაბულობა გამოიწვია შეცდომით დაწერილმა საჩივარმა, რის გამოც მათი წარმომადგენლები უბიდან გამოაგდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა