ბიძინა ივანიშვილი - როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდაზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს.

„როგორც მთაწმინდაზე, ისევე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა