ჯიხაშკარში მყოფი კოორდინატორი ჟურნალისტებს - ჩემი საქმისთვის მოვედი, დისერტაციას ვიცავ

ჩემი საქმისთვის მოვედი, დისერტაციას ვიცავ, - ამის შესახებ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ, პარტიის კოორდინატორმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უბნებს აკვირდება და ამომრჩევლებს „თავისი საქმისთვის“ ინიშნავს.

„ჩემ ხალხს ვაკონტროლებ. არავითარი დამკვირვებელი არ ვარ. ჩემი საქმისთვის მოვედი, დისერტაციას ვიცავ. ვინიშნავ ჩემთვის. აქაური მოქალაქე ვარ.

10 თუ 8 ამომრჩეველია მოსული. ჩემ საქმეს ვაკეთებ, პარტიის წარმომადგენელი არ ვარ. ყველა უბანს ვაკვირდები“, - განაცხადა მოქალაქემ, რომელმაც ჟურნალისტებს თავი გიორგი კალანდიად წარუდგინა და დოკუმენტების ჩვენებაზე მედიის წარმომადგენლებს უარი განუცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა