თამარ ჩუგოშვილი უბნებთან კოორდინატორების მობილიზებაზე - ესთეტიურად ეს როგორ გამოიყურება, მოგვწონს თუ არა მოგვწონს, სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ უკანონო ამაში არაფერია

„ესთეტიურად ეს როგორ გამოიყურება, მოგვწონს თუ არა მოგვწონს, სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ უკანონო ამაში არაფერია“,- ამის შესახებ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მობილიზებაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონდარღვევა კოორდინატორებისთვის ხელის შეშლაა.

„კოორდინატორების ყოფნა სარჩევნო უბნებთან, რომელიც რატომღაც ყველა არჩევნების წინ ხდება დიდი აჟიოტაჟის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონდარღვევა ამაში არ არის. ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ, ეს არის აბსოლუტურად ღია წყაროდან მოპოვებული, ეს არის ან ღია სიები, რომლებიც არის გამოქვეყნებული ან კარდაკარიდან მოპოვებული, შესაბამისად, კანონდარღვევა ამაში არაფერი არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, ადგილი აქვს მათი შევიწროების მცდელობას, მათზე თავდასხმის მცდელობას და სწორედ ეს არის არის უკანონო. ვისაც აქვს უფლება იდგეს უბანთან და არ არღვევს კანონს, მათი შევიწროვება არ არის სწორი. ვაცადოთ ამ ადამიანებს თავისი საქმის გაკეთება, ისინი ემსახურებიან ერთადერთ მიზანს, რომ ამომრჩევლის მობილიზებას ჰქონდეს ადგილი და ეს არის სრულიად კანონიერი ქმედება, გამოიყენებოდა ყველას საარჩვენო პროცესში. ესთეტიურად ეს როგორ გამოიყურება, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს სრულიად სხვა საკითხია. შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა ფორმები უკეთესია ამომრჩევლის მობილიზების და სამომავლოდ შეიძლება გამოვიყენოთ კიდეც, მაგრამ უკანონო ამაში არაფერია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა