თამარ ჩუგოშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს ობიექტურად და მიუკერძოებლად

როგორც ყველა ხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს სრულად ობიექტურად და მიუკერძოებლად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დარღვევებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე შემთხვევაში უკვე გამოიყენა ადმინისტრაციული სანქციები. დარღვევების შემთხვევაში, როგორც ყველა ხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს სრულად ობიექტურად და მოუკერძოებლად, მიუხედვად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ძალისგან შეიძლება დაფიქსირდეს დარღვევა. ისინი მოქმედებენ კანონის ფარგლებში, განურჩევლად პოლიტიკური წარმომადგენლობისა, რაც მათი როლია და მე ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ართმევენ თავს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა