გოგი წულაიას განცხადებით, მათი წარმომადგენელი იმ დროს დააკავეს, როდესაც სიებში „მკვდარი სულები“ აღმოაჩინა

ზესტაფონის მერობის კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებით, მათი წარმომადგენელი დააკავეს. როგორც გოგი წულაიამ განაცხადა, „თავისუფალი საქართველოს" წევრი უბანზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი „მკვდარი სულების" გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

„მგონი ზესტაფონი ზუგდიდს ემსგავსება და დაიწყო არჩევნების გაყალბება. სვირში ჩვენმა წევრმა სიაში აღმოაჩინა „მკვდარი სულები“ და გააპროტესტა, რასაც მოჰყვა დავა. ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას და დააკავეს. ჩვენმა წევრმაც დაარღვია, მას ჩემი ფოტოიანი მაისური ეცვა და ეს მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სპარტაკ კაპანაძემ დარღვევებზე დაიწყო საუბარი. უბნებზე დაიწყო მოსყიდვა, დაშინება და დაშანტაჟება, განსაკუთრებით ჩემს პარტიაზე", - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის დაკავებული წევრი სპარტაკ კაპანაძე ზესტაფონის სასამართლოში, ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამოა გადაყვანილი.

გოგი წუალიას განცხადებით, მას მურუსიძის სასამართლოს იმედი არ აქვს. პარტიის წევრები სასამართლოსთან არიან შეკრებილი და დაკავებული გათავისულებას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა